Visitbatumi.com

Visit Batumi, აჭარის რეგიონის ტურიზმის ოფიციალური ვებსაიტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი განახლება განიცადა. საიტის უპირველესი მიზანი, მიმზიდველი და ინფორმაციული პლატფორმის შექმნით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაა.

Visitbatumi.com

Team

  • გოგა შონია 👴🐌
  • იოანე ლომიძე 🚬🐱
  • თამარ ავალიანი ✨💅
  • მარიამ ნიკოლეიშვილი 🗣️💪
  • ჯაბა შეყლაშვილი 🦱👨‍🍳
  • ელენე ჩეკურიშვილი 🫠🍦
  • დიანა ზოლოტუხინა 🥤🎧
  • გიორგი პაიჭაძე ✝️🧢
  • ანი ლოლაძე ☕ 🐸 🌶️

Written by

  • ელენე ჩეკურიშვილი 🫠🍦

Published on

  • 20/6/2023

Share on socials

image

გრაფიკული დიზაინი

image

UX/UI დიზაინი

image

ვებ დეველოპმენტი

1. შესავალი

Visit Batumi, აჭარის რეგიონის ტურიზმის ოფიციალურმა ვებსაიტმა, ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი განახლება განიცადა. უპირველესი მიზანი, მიმზიდველი და ინფორმაციული პლატფორმის შექმნით, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება იყო. ამ სტატიაში განვიხილავთ რედიზაინის პროცესის ძირითად ასპექტებს, მათ შორის - ვებსაიტის მთავარ დანიშნულებას, დიზაინის ელემენტებს და მახასიათებლებს.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალური ვებპორტალის განახლებისთვის, წარმოდგენილ 3 მთავარ მოთხოვნას გავეცით პასუხი, ეს იყო

  1. 4 (ოთხი) სეზონის მიმართულების წარმომჩენი ვებპორტალის სრული კონცეფცია და დიზაინი
  2. კრეატიული და ინფორმაციული შინაარსით შექმნილი ტექსტები
  3. უახლესი სტანდარტების შესაბამისი ვებპორტალის ტექნიკური უზრუნველყოფა.

ყველა ტექსტი და სტატია შექმნილია მოძიებული ინფორმაციის დეტალურად დაზუსტების შემდეგ (ისტორიკოსებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობით). ორიგინალ ტექსტებზე უფლებები დეპარტამენტს გადაეცა. ამ ეტაპზე ჩვენმა კონტენტის გუნდმა იმუშავა, რომელიც შედგებოდა ისტორიკოსის, ქოფირაითერისა და მთარგმენელებისგან.

4. სტილისტიკა

ვებგვერდის ახალი სტილისტიკა თანხვედრაში მოდის უკვე არსებულ Visit Batumi-ს ბრენდის ვიზუალურ იდენტობასთან. აქ გვხვდება ძლიერი გრადიენტები და გამორჩეული ფერთა პალიტრა.
 

5. ფერები და ტიპოგრაფიკა

ვებსაიტი იყენებს საგულდაგულოდ შერჩეულ პალიტრას, ხოლო აქცენტად გამოყენებულია ექვსი ფერი, რომელიც დიზაინის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ელემენტებში (როგორიცაა ღილაკები, სათაურები, ტექსტის ველები და ა.შ.) ხშირად მეორდება და ხაზს უსვამს ბრენდის კონსისტენციას. ექვსი აქცენტიანი ფერისგან, რომლებიც შეესაბამება ბრენდის იდენტობას. ტიპოგრაფია: FiraGO-ს ფონტი სხვადასხვა ენებზე მისი თავსებადობისთვის გამო შეირჩა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კონტენტი წაკითხვადი და აღქმადია და ამავდროულად, ესთეტიკური. ნავიგაცია სეზონების მიხედვით:გვერდის მთავარ მენიუ ბარში წარმოდგენილია თითოეული სეზონის შესაბამისი ხატულა, რომლის ცვალებადობაც მთავარი გვერდის შინაარსა და ვიზუალს ცვლის.
 

6. მიზნები და ამოცანები

Visit Batumi ვებსაიტის ხელახალი დიზაინი რამდენიმე მნიშვნელოვანმა მიზეზმა განაპირობა: მომხმარებლის გაუმჯობესებელი გამოცდილება, ნავიგაციის გაუმჯობესება და ადაპტირება. ტურიზმის პოპულარიზაცია - უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვა, რეგიონის გამორჩეული ადგილების წარმოდგენით. ბრენდის ცნობადობის ამაღლება, მომხმარებლის მხრიდან ჩართულობის გაზრდა. ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და კულტურული ღონისძიებების პოპულარიზაციას.
 

7. დამატებითი გვერდები და ფუნქციონალი

მრავალფუნქციური ნავიგაცია: ვებსაიტს მოსახერხებელ, თუმცა კომპლექსურ სანავიგაციო სისტემას იყენებს, რომელიც ქვე-მენიუშიც ის ადგილებია მოცემული, რომელიც რეგიონის განვიტარებისთვის დიდ როლს თამაშობს. ძებნა და ფილტრი: ვებგვერდზე გამოყენებულია “Live Search”-ის ფუქნცია, რაც შეეხება კომპლექსურ ფილტრს, იგი კალატოგის ტიპის გვერდზე გვხვდება და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციის მოძიებას უადვილებს. დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი: ეს გვერდი გთავაზობთ რეგიონში სამოგზაუროდ საჭირო ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა არა მარტო მათთვის, ვინც პირველად სტუმრობს აჭარას, არამედ ადგილობრივებისთვისაც. მიმართულებები: ამ გვერდზე გამოყენებულია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი ილუსტრაციები, რომელზეც ჩვენმა გრაფიკული დიზაინის გუნდმა იმუშავა, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის იდენტობას აძლიერებს. აქტივობები: სტატიების ვრცელი ბიბლიოთეკა, რომელიც ორიენტირებულია ბუნებაზე, კულტურაზე, ღვინოსა და გასტრონომიაზე აჭარაში. ფავორიტებში დამატების ფუნქცია: სადაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი აქტივობები ერთ სივრცეში შეინახოს, რომელიც ვიზიტის დაგეგმვაში დაეხმარება.
 

MICE Tourism

MICE ტურიზმი, ვებგვერდზე გარდა ტურისტული ვიზიტის დაგეგმვისა, მთავარ მენიუ ბარში განთავსებულია ბიზნეს ტურიზმისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია რეგიონის ეკონომიკის, საქმიანი ღონისძიებებისთვის განკუთვნილი საკონფერენციოს დარბაზებსა და სხვა საინტერესო ადგილებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.

vჩვენი გუნდი ერთი წლის მანძილზე უზრუნველყოფს ვებგვერდისთვის ტქნიკურ მხარდაჭერას.