ხშირად დასმული შეკითხვები
ყველაზე ხშირად დასმული კითხვების კრებული
- რა მჭირდება ვებგვერდის შესაქმნელად?
იდეა და ბიუჯეტი, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, თქვენ მხოლოდ იდეის გადმოცემა უნდა შეგეძლოთ, წარმოიდგინეთ რისი გაკეთება გსურთ თქვეს ვებგვერდზე და ვისთვის არის ის განკუთვნილი. იდეის დახვეწაში ჩვენ დაგეხმარებით და დანარჩენსაც ჩვენ დავგეგმავთ.
- ვებგვერდი რომ დაგიკვეთოთ, რა სერვისს მივიღებ? რას მოიცავს ვებგვერდის შექმნა? კონტენტითაც თქვენ უზრუნველმყოფთ?
რა თქმა უნდა, არა! საქმე ისაა, რომ ვებგვერდის შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელიც საჭიროებს სამუშაოებისა და სერვისების სწორად გაწერას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვებგვერდის შექმნას გადაწყვეტთ, ჩვენგან მიიღებთ UX/UI დიზაინს, ვებ დეველოპმენტს და ძირითად SEO-ს. თუმცა, დამატებითი ელემენტები, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი(ასეთის არსებობის შემთხვევაში), ლოგოს დიზაინი ან კონტენტის შექმნა, ავტომატურად არ იგულისხმება; ისინი განიხილება ცალკე მომსახურებად. თუ გჭირდებათ ეს სერვისები, აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენს საჭიროებებში. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ ჩავრთოთ ისინი თქვენს პროექტში.
- უნდა მქონდეს თუ არა რაიმე სახის კვლევა ან ტექნიკური დოკუმენტი წარმოდგენილი?
Რა თქმა უნდა! კარგი იქნება, თუ თქვენს იდეებს თავს მოუყრით, შეგიძლიათ საკუთარი კვლევა და ტექნიკური დოკუმენტაციაც წარმოგვიდგინოთ. ჩვენ მას ერთად განვიხილავთ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ერთად შევიტანოთ ცვლილებები, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ თუ არ გაქვთ ეს მასალები, თუნდაც იდეის დონეზე, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად დავიწყოთ ნულიდან. მზად ვართ, გაგიძღვეთ ამ პროცესში.
- როგორ უზრუნველვყოფთ, რომ პროექტი მიმდინარებს დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში?
ამისთვის ვიყენებთ ისეთ თანამედროვე მიდგომებს, როგორიც Agile გარემოში მუშაობაა, აგრეთვე გაწვდით რეგულარულ განახლებებს მთელი პროცესის განმავლობაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ მკაფიო კომუნიკაცია, არამედ ვალდებულებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება როგორც ჩვენი, ასევე თქვენი მხრიდან. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ჩვენ ვითხოვთ თქვენს აქტიურ მონაწილეობას, როგორც დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრებასა და პროექტის ყოველი ნაბიჯისთვის თვალის დევნებაში. ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ღირებული და თქვენი ჩართულობა გადამწყვეტია მისი წარმატებისთვის.
- რა ტიპის მხარდაჭერას მივივიღებ?
ჩვენ ვთავაზობთ ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველანაირ ტექნიკურ მხარდაჭერას, თქვენი ვებგვერდის განახლებული, უსაფრთხო და ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის CMS ძრავისთვის საუკეთესო ანტივირუსები, ფაერვოლები, სურვილისამებრ დაგეხმარებით ანტივირუსების პაკეტების შეძენაში. ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა მოიცავს CMS ძრავის და პლაგინების განახლება, Google Analytics, ჰოსტინგის ცვლილებას, სარეზერვო ფაილების შექმნას, ყოველთვიურ რეპორტებს, ვებგვერდის დიაგნოსტიკას. მოთხოვნის მიხედვით - 24/7 მონიტორინგსა და კონტენტის შეყვანას/ცვლილებების შეტანას თქვენს ვებგვერდზე.
- ვინ არიან ჩვენი კლიენტები?
ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვემუშავა და გვეთანამშრომლა ფართო მასშტაბის კლიენტებთან, დაწყებული სტარტაპებიდან, დამთავრებული ცნობილი კომპანიებით და ორგანიზაციებით, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან. ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო მოიცავდა როგორც მცირე ხნიან პროექტებს, ისე რამდენიმე წლიან თანამშრომლობასაც კი, რა ეტაპზეც იხვეწებოდა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ჩვენც. იხილეთ ყველა ჩვენი პარტნიორი ჩვენს შესახებ გვერდზე
- რა სერვისებს მთავაზობს თქვენი გუნდი?
გარდა ვებ და მობილური დეველოპმენტისა, ჩვენთან შეგეძლებათ მიიღოთ SEO სერვისები, UX/UI დიზაინი, გრაფიკული დიზაინი და ტქენიკური მხარდაჭერა.
- როგორ დაგიკავშირდეთ?
დაგვიკავშირდით ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ელფოსტით ან ტელეფონით. თუ ახლოს ხართ, შემოგვიარეთ, სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი იდეების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება რეალობაში.
- როგორია თქვენი მიდგომა UX/UI დიზაინის მიმართ?
ვებგვერდს, რომელიც მხოლოდ დამკვეთის პრიორიტეტებს ითვალისწინებს, დიდი დღე არ უწერია. ჩვენი მიდგომა არის ჰოლისტიკური და მომხმარებელზე ორიენტირებული. ვიაზრებთ, რომ პროდუქტის წარმატება საჭიროებს მომხმარებლის გაცნობასა და მათი საჭიროებების გაანალიზებას. არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იდეა გაქვთ, თუ უკვე წამოწებული საქმის გაგრძელებაში გსურთ ჩვენი დახმარება, პროექტის ფაზის მიუხედავად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი ტექნიკური დოკუმენტები შეესაბამება მომხმარებელთა საჭიროებებს, ფოკუსირებულია მომხმარებლის ინტუიციურ და მიმზიდველი გამოცდილების შექმნაზე, რომელიც აკმაყოფილებს როგორც თქვენს ბიზნეს მიზნებს, ამასთანავე ამართლებს მომხმარებლების მოლოდინს.
- რას გულისხმობს SEO მომსახურება?
SEO სერვისი შექმნილია თქვენი ვებგვერდის გასაუმჯობესებლად. რათა მაღალი პოზიციების დაკავება შეძლოთ საძიებო შედეგების გვერდებზე. კარგად ოპტიმიზებული ვებგვერდი გულისხმობს, რომ მუდამ გეყოლებათ მაღალი ხარისხის მომხმარებელი, რაც აუცილებლად წაადგება თქვენი პროდუქტის იმიჯს, თქვენს ბიზნეს ამოცანებსა და მიზნებს.