Places.Georgia.Travel

ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი პროდუქტი, რომლის მიზანია, ერთმხრივ ტურისტებს მაქსიმალურად მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია ტურისტული ობიექტების შესახებ, ხოლო მეორემხრივ უზრუნველყოს ტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და მონიტორინგი.

Share on socials

Places.Georgia.Travel
Team:
გოგა შონია 👴🐌;
იოანე ლომიძე 🚬🐱;
მარიამ ნიკოლეიშვილი 🗣️💪;
ელენე ჩეკურიშვილი 🫠🍦;
ლიზი ბერიაშვილი 🐾🎧🍷;
ანი ბუხრაშვილი🧩🤫;
ტექნიკური მომსახურება

ტექნიკური მომსახურება

UX/UI დიზაინი

UX/UI დიზაინი

ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტი

შესავალი

ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი პროდუქტი, რომლის მიზანია ერთმხრივ ტურისტებს მაქსიმალურად მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია ტურისტული ობიექტების შესახებ, ხოლო მეორემხრივ უზრუნველყოს ტურისტული ობიექტების ერთიანი ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და მონიტორინგი.

დამკვეთის მიერ შემუშავებული პირველადი შაბლონების მიხედვით დამუშავდა საიტის გეგმა, არქიტექტურა და პირველადი დიზაინები. ჩვენმა გუნდმა დაკისრებულ ამოცანას, შეენარჩუნებინა და განევითარებინა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი სტილისტიკა და დიზაინ-სისტემები, თავი დროულად გაართვა. პროექტის მსვლელობის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა, არსებული დიზაინ სისტემის ოპტიმიზაცია, კატეგორიზაცია და ახალი კომპონენტების შექმნა იყო.

დამკვეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მოკლე მიმოხილვა

კატალოგის ტიპის ვებგვერდი, რომლიც მთავარი მიზანი დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდება, ხოლო ტურისტული ობიექტებისთვის - თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაციის გამარტივება იქნება. პლატფორმა შეასრულებს ე.წ. პრაქტიკული გზამკვლევის როლს მათთვის ვინც გეგმავს ეწვიოს საქართველოს და ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც.

ძირითადი ფუნქციონალი

ვებგვერდი შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უხარვეზოდ მუშაობს ყველა ტიპის პლატფორმასა და ბრაუზერში. ვებგვერდის დეველოპმენტის დოკუმენტაციისთვის გამოყენებულია Gitbook. გათვალისწინებულია API ინტეგრაცია (Moralis, Swagger). ვებგვერდი ორენოვანია და გათვალისწინებენულია ენების დამატებაც. ვებგვერდის სტრუქტურა ითვალისწინებს ფუნქციონალის გაზრდის საშუალებას. ვებგვერდის დეველოპმენტის პროცესში გამოყენებულია TDD მეთოდოლოგია, ხოლო კოდის წერისას გამოყენებულია Unit Test-ები. ვებგვერდი დაცულია და მასზე წვდომა ხორციელდება CDN სერვერების გავლით, რაც უზრუნველყოფს DDoS და Flood შეტევებისგან დაცვას. მართვის პანელი ხელმისაწვდომია მხოლოდ დესკტოპ ვერსიაზე.

მომხმარებელი

ვებგვერდის ინტუიციური ფუნქციონალი და მარტივი ნავიგაცია საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს, აგრეთვე მათ, ვისაც არ ავქვს განსაკუთრებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები, პლატფორმა მარტივად გამოიყენოს.

UX/UI დიზაინი

დამკვეთის მხრიდან მოწოდებული იქნა არასრული Style Guide და საწყისი გვერდების მოქაფები, რის საფუძველზეც ჩვენმა გუნდმა განავითარა, ახალი კომპონენტების დაამატა, განაახლა და რიგ შემთხვევებში შესწორებები შეიტანა, რათა მიგვეღო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დიზაინი.

გამორჩეული გამოწვევა

გუნდისთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოწვევა მომხმარებლის როლების განაწილება, ობიექტის კატეგორიზაცია და ვერიფიკაციის საკითხები, აგრეთვე საერთო LOG-ების გვერდი იყო. იმისათვის, რომ ფუნქციონალს გამართულად ემუშავა, გუნდმა რამდენიმე სავარაუდო Flow-დან მომხმარებლისთვის ყველაზე მოსახერხებელი შექმნა.