ვებგვერდი: Segeorgia.org

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის".

Share on socials

ვებგვერდი: Segeorgia.org
Team:
იოანე ლომიძე 🚬🐱;
გიორგი მსხილაძე 🤳👌;
მარიამ ნიკოლეიშვილი 🗣️💪;
ელენე ჩეკურიშვილი 🫠🍦;
UX/UI დიზაინი

UX/UI დიზაინი

SEO - ოპტიმიზაცია

SEO - ოპტიმიზაცია

მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაციები

ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტი

პროექტის მიზანი:

სოციალური  მეწარმეობის  განვითარების  პროგრამა  CSRDG-ის  მიერ  2009  წელს  ინიცირდა, რომლის მიზანი საზოგადოებრივი  ორგანიზაციების  შესაძლებლობების  გაზრდაა,  რათა  მათ  უკეთ  შეძლონ  სოციალური  და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა საქართველოში. პროგრამის ერთ-ერთ მთავარ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენდა ვებგვერდი www.segeorgia.org. ჩვენი მიზანი, არაერთი  კიბერ-თავდასხმებისა  და  სხვადასვა  მიზეზების  გამო მოძველებული,  ტექნიკურად  და ვიზუალურად გაუმართავი ვებგვერდის ხელახლა შექმნა იყო, რომელიც შინაარსობრივი სტრუქტურის ცვლილებებსაც საჭიროებდა. 

განხორციელებული სამუშაო:

შეიქმნა სრულიან მოქმედი, განახლებული ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესრულდა ძველ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიგრაცია. ვებგვერდის შეიქმნა უნიკალური დიზაინის გამოყენებით. აქვს მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ნებისმიერი მოწყობილობებიდან შეუძლია. საიტზე მუშაობისას გამოყენებული იყო ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: PHP Laravel, HTML, CSS, MySQL, JavaScript.

ვებგვერდზე უზრუნველყოფილია SEO მხარდაჭერა სხვადასხვა საძიებო სისტემებში, (Google, Bing, AOL, Yahoo და სხვ.) 

ჩვენ მიერ შეთავაზებული და აწყობილი ადმინ-პანელი, მარტივად სამართავია და არ საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას. ადმინ-პანელიდან შესაძლებელია გვერდების დამატება, რედაქტირება, წაშლა, სათაურებისა და ქვესათაურების ცვლილება. სხვადასხვა ვერსიის მზა გვერდების დამატება. 

სტატისტიკისთვის ვებგვერდზე გამოყენებულია Google Analytics.

ვებგვერდზე მუშაობის დასრულების შემდეგ, დამკვეთს სრულიად ჩაუტარდა ტრენინგი ვებგვერდისა და ადმინ-პანელის მოხმარების შესახებ.

ჩვენი გუნდი 1 წლის განმავლობაში უწევს დამკვეთს ტექნიკურ მხარდაჭერას.

ვიზუალურად მოძველებულია, აგრეთვე, შინაარსობრივი სტრუქტურის ცვლილებებსაც საჭიროებს