UX/UI დიზაინი
თუ თქვენი ვებ გვერდის დიზაინი არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მისი განვითარება გსურთ, მაშინ სწორ ადგილას მოხვედით!
ფრენკ ქიმეროს დავესესხებით — „ხალხი აიგნორებს დიზაინს, რომელიც აიგნორებს ხალხს“. ჩვენ გუნდში ტკიცედ გვჯერა, რომ დიზაინი მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი კი არა, არამედ ფუნქციურად გამართული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ უკვე კარგად ნაცად ხერხებს მოკვლევის და გამოკითხვების ჩასატარებლად, აგრეთვე დიზაინ აუდიტების, სხვადასხვა ტიპის ტესტების ჩასატარებლად, ხოლო ამ ყველაფრის ვიზუალიზაციისთვის ისეთ უნივერსალურ ტექნოლოგოიებს ვიყენებთ, როგორიცაა Figma, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინტუიციური, გამოყენებადი და მიმზიდველი ინტერფეისების შევქმნათ.
ჩვენი პროცესი ორიენტირებულია მომხმარებელსა და დიზაინის პრინციპებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული თითოეული ინტერფეისი არა მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნოა, არამედ ფუნქციონალური და მოსახერხებელი. იმისათვის, რომ პროდუქტის სიცოცლის ციკლი კარგად შეითვისოთ, საშუალებას გაძლევთ დეველოპმენტის დროს გაეცნოთ პროტოტიპებს, შეიტანოთ ცვლილებები, მოგვცეთ გამოხმაურება რეალურ დროში და უწყვეტი კომუნიკაცია გქონდეთ დეველოპმენტის პერიოდში.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი დიზაინ გადაწყვეტა არ არის მორგებული მხოლოდ მიმდინარე ბაზრის სტანდარტებზე, არამედ მზად არის მომავალი ადაპტირებისთვისა და განვითარებისთვის. მზად ვართ, თქვენთან ერთად შევქმნათ ინოვაციური და ეფექტური დიზაინი, რომელიც გააძლიერებს მომხმარებლის ჩართულობასა და იქნება თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტი.
რას გთავაზობთ:
დიზაინის სისტემის განვითარება: კომპლექსური, უნივერსალური დიზაინის სისტემების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორხაზოვნებას და ერთიანობას პროექტის სხვადასხვა ნაწილში.
კომპონენტის შექმნა და გამოყენება: მრავალჯერადი გამოყენების კომპონენტების შემუშავება დიზაინისა და განვითარების პროცესის გასამარტივებლად.
ვიზუალურად მიმზიდველი და მოსახერხებელი განლაგების შექმნა მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ადაპტირებადი დიზაინი: დიზაინები მორგებულია მობილურისთვის და ადაპტირებადია ეკრანის სხვადასხვა ზომისა და მოწყობილობებისთვის.
ინფორმაციის არქიტექტურა: შინაარსის ორგანიზება და სტრუქტურირება მკაფიო და მოსახერხებელი გზით.
ვებ/მობილური აპლიკაციის ნავიგაცია: ინტუიციური ნავიგაციის დიზაინი ვებ და მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
პროტოტიპის შექმნა: პროტოტიპების შექმნა დიზაინის კონცეფციებისა და მომხმარებლის ნაკადების ვიზუალიზაციისთვის.
UI/UX ტენდენციები: მუდმივად განვითარების გზაზე ყოფნა, როგორც მომხმარებლის ინტერფეისის, ისე — გამოცდილების მხარეს.
დიზაინის რესურსების გამოყენება: დიზაინის რესურსებისა და ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება.