Go Back
SEO - ოპტიმიზაცია8 წუთი

10 ნაბიჯი საუკეთესო პორტფოლიომდე

შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პოტენციურ კლიენტებსა თუ დამსაქმებლებს, სწორედ მისი საშუალებით წარუდგენთ თქვენს შესაძლებლობებს, კრეატიულობას, სტილს, გამოცდილებებსა და უნარჩვევებს. სწორად შედგენილი პორტფოლიო, თქვენზე ბევრ ისეთ ამბავს ჰყვება, რაც ძალიან დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში. ამ ბლოგში, გაგაცნობთ პატარა ხრიკებს, თუ როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო:
დავით ბაკურაძე ⚽📸
დავით ბაკურაძე ⚽📸ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
frame
10 ნაბიჯი საუკეთესო პორტფოლიომდე
კონტენტი
    გააზიარე

    1. განსაზღვრეთ აუდიტორია

    სანამ პორტფოლიოს შედგენას დაიწყებთ, პირველ რიგში, ამ კითხვას უნდა გასცეთ პასუხი: ვისთვის ვქმნი ჩემს პორტფოლიოს?

    თითოეულ სამიზნე აუდიტორიას, იქნება ეს, პოტენციური თუ მოქმედი დამსაქმებელი, სასწავლო ცენტრი, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი ყველას ინდივიდუალური მოლოდინი აქვს. სწორედ, ამ დეტალის  გათვალისწინებით დაიწყეთ პორტფოლიოს შედგენა, რაც გაგიადვილებთ პროექტების არჩევისა და მათი შესრულების პროცესს.

    2. აირჩიეთ თქვენი ნამუშევრებიდან საუკეთესო

    სულაც არ არის აუცილებელი, პორტფოლიოში თქვენ მიერ შესრულებული ყველა პროექტი მოხვდეს, მეტიც ეს შეიძლება შეცდომად და მოსაწყენად ჩაითვალოს.  პორტფოლიოს მიზანი თქვენი სამუშაო მრავალფეროვნების ჩვენებაა. კონცენტრირდით საუკეთესო და ძლიერ ნამუშევრებზე. მათზე, რომლებიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს თქვენს უნარჩვევებს, ცოდნასა და გამოცდილებას. 

    3. მოყევით ამბავი 

    დაწერეთ თითოეული პროექტის შესახებ მოკლე მიმოხილვა, აღწერეთ თქვენი როლი და ის, თუ როგორი იყო სამუშაო პროცესი. ამ გზით, უფრო მეტად შექმნით ემოციურ კავშირს თქვენს ნამუშევრებთან. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ისინი, რათა ნათელი იყოს თქვენი უნარების განვითარების გზა.

    4. სწორად შეარჩიეთ პლატფორმა

    პლატფორმაზე, სადაც თქვენს პორტფოლიოს განათავსებთ, ყველამ უნდა შეძლოს მასში მარტივად ნავიგაცია. გაითვალისწინეთ ე.წ. SEO ოპტიმიზაცია. პორტფოლიოს დათვალიერების პროცესი უნდა იყოს ადვილი, სწრაფი - ერთი დაწკაპუნებით

    Behance“, „Dribbble, „Linktree”, “WordPress” მათგან ერთ-ერთის არჩევისას კი გაითვალისწინეთ თქვენი ტექნიკური უნარები და სამუშაოს ტიპი.

    5. ბრენდინგი

    პორტფოლიოწარმოგაჩენთ, როგორც ბრენდს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის იყოს თანმიმდევრული. ეს გულისხმობს, ფერების, ფონტისა და საერთო ვიზუალის თანხვედრას. ასევე, ყურადღება მიაქციეთ განლაგებას, დარწმუნდით რომ ის, თვალისთვის მიმზიდევლი და თან მარტივად აღსაქმელია.  სწორი დიზაინით შექმნილი პორტფოლიო გამოიყურება საქმიანად და ახდენს კარგ შთაბეჭდილებას შთაბეჭდილებას.

    6. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ფოტომასალა

    როცა საქმე იდეალურ პორტფოლიოს ეხება, მიმზიდველი ვიზუალის შექმნა, ერთ-ერთი, გადამწყვეტი დეტალია. გამოიყენეთ მაღალი გარჩევადობის ფოტოები. დაკვირვებით შეარჩიეთ ფერები და სტილი. ხოლო, თუ თქვენ დიზაინერი ან ფოტოგრაფი ხართ, ეს კონკრეტული, პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთი საფეხურით მაღლა დაგაყენებთ და თქვენს შესაძლებლობებს გაუსვამს ხაზს. 

    7. გახადეთ პორტფოლიო თქვენი

    მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების დაცვა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პორტფოლიო მხოლოდ თქვენს ამბავს ჰყვებოდეს. გამოიყენეთ საქმიანი ფოტო, ან რომელიმე ამბავი, რაც ადამიანურ მხარეს მეტად წინ წამოწევს, შექმნის განწყობას თქვენს შესახებ და კითხვის პროცესს დასამახსოვრებელ გახდის.

    8. განაახლეთ სისტემატიურად

    პორტფოლიო ცოცხალი დოკუმენტია. თქვენი გამოცდილებისა და სამუშაო პროცესის ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია, მისი ახალი ინფორმაციით მუდმივად განახლება და გამრავალფეროვნება.

    9. უკუკავშირი 

    იყავით ღია კრიტიკისა და შეფასებების მიმართ. გამოიყენეთ ის თქვენი პროფესიონალური ზრდისთვის. სხვადასხვა გამოცდილი მენტორის შეფასება დაგეხმარებათ ახალ ტენდენციებს ფეხი აუწყოთ და სასარგებლო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს პორტფოლიოში.

    10. რეკომენდაციები

    სასურველია პორტფოლიოში ახსენოთ წინა დამსაქმებლის/დამსაქმებლების რეკომენდაციები. მათი პოზიტიური უკუავშირი გაამყარებს ნდობას  სამომავლო თანამშრომლებთან და შექმნის თქვენს საქმიან იმიჯს.

    და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი რჩევა ჩვენგან: იმუშავეთ თითოეულ რეკომენდაციაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მას. ეცადეთ,  თვალი ადევნოთ სიახლეებს, ფეხი აუწყოთ ტრენდებს, მუდმივად განაახლოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი პორტფოლიო.