Chaerte.sca.ge

ვებგვერდის მთავარი მიზანია საბჭოს საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაცია და Online სერვისები ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანოს, რაც აჭარის მოსახლეობას რეგიონის მართვის ორგანიზაციულ საკითხებში უფრო აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

Chaerte.sca.ge

Team

  • იოანე ლომიძე 🚬🐱
  • მარიამ ნიკოლეიშვილი 🗣️💪
  • ჯაბა შეყლაშვილი 🦱👨‍🍳
  • ნიკოლოზ ხორავა 🍯✈️
  • გიორგი პაიჭაძე ✝️🧢
  • ალექსანდრე დავითაშვილი 🍫👕

Written by

  • ელენე ჩეკურიშვილი 🫠🍦

Published on

  • 20/6/2023

Share on socials

image

ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა

image

UX/UI დიზაინი

image

ვებ დეველოპმენტი

შესავალი

Chaerte.sca.ge საბჭოსთან პარტნიორობით შესრულებული ჩვენი რიგით მეორე პროექტია. პროექტის მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ციფრული პლატფორმა, რომელიც აჭარის მოქალაქეებს თავიანთ ხელისუფლებასთან უფრო მეტად დააახლოებდა. ეს მოიცავს: ოფიციალურ პირებთან უშუალო კომუნიკაციას, ახალი ამბებთან გამარტივებულ წვდომას, პეტიციების შექმნასა და მათში მონაწილეობის მიღებას, აგრეთვე საკრებულოს სხოდმების პირდაპირი ტრანსლაციების ყურებას.

მოთხოვნა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ გაიაზრა თანამედროვე, მოსახერხებელი პლატფორმის აუცილებლობა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად ჩაერთონ მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. დავალება იყო შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ხელმისაწვდომი და ინტუიციური იქნებოდა ყველა ტიპის მომხმარებლებისთვის და არ მოითხოვდა ტექნიკური უნარ-ჩვევების დიდ ცოდნას.

გადაწყვეტა

ვებგვერდი აწყობილია PHP, Laravel და MySQL სისტემების გამოყენებით.




პლატფორმისთვის შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდული:

  1. დაუსვი შეკითხვა მინისტრს: ეს მოდული მოქალაქეებს საშუალებას აძლევს კითხვა დაუსვან პირდაპირ მინისტრს, რაც ამარტივებს კომუნიკაციას მოქალაქეებსა და მთავრობას შორის.
  2. ხელი მოაწერე ან შექმენი პეტიცია: მოქალაქეებს შეუძლიათ შექმნან პეტიციები მათთვის საჭირბოროტო თემებზე და შეაგროვონ ხელმოწერები. ან მიიღონ მონაწილეობა სხვა მოქალაქეების მიერ შექმნილ პეტიციებში. მსგავსი ტიპის აქტივობა აძლიერებს მოქალაქეების ჩართულობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში.
  3. საბჭოს სესიების პირდაპირი ტრანსლაცია: მოქალაქეებს ახლა უკვე შეუძლიათ პირდაპირ რეჟიმში ადევნონ თვალი საბჭოს სხდომებსა და სესიებს.
  4. დაუკავშირდი დეპუტატს: პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაჯავშნონ შეხვედრა ადგილობრივ დეპუტატებთან ან მათ წარმომადგენლებთან.
  5. Online სერვისები: პლატორმაზე მოცემულია სხვადასხვა Online სერვისი, მათ შორის სცდომებზე დასწრების საშვის მოთხოვნა, ელექტრონული საშვები და სხვ.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ჩვენი მეორე კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ სასარგებლო ციფრული პლატფორმა, რომელიც აძლიერებს მოქალაქეების ცოდნას მთავრობის საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას მმართველობით პროცესებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პლატფორმა მოქალაქეებს თავიანთ მთავრობასთან კიდევ უფრო დააახლოებს.