უძრავი ქონების პორტალი

უძრავი ქონებით ვაჭრობა ყოველთვის იყო და იქნება ბიზნესის ერთ-ერთ მოწინავე სფერო. წლების მანძილზე იხვეწებოდა ონლაინ საბროკერო საიტის სტრუქტურა და ფუნქციები. კომპანია "არტმედიამ" შექმნა პროდუქტი, რომელიც უპირველესად მომხმარებელზე ორიენტირებული, მიზანმიმართული სტრუქტურისგან შედგება.

ეს არის უძრავი ქონების უნივერსალური პორტალი, რომელსაც ყველა აუცილებელი ფუნქციონალური მხარე გააჩნია. იგი დაწვრილებით ინფორმაციულია და განცხადებაში დაშვებულ ხარვეზებს მაქსიმალურად გამორიცხავს.

უძრავი ქონების პორტალის შემადგენელი ძირითადი ფუნქციონალური კომპონენტებია:

  • უძრავი ქონების დაწვრილებითი, ცალკეული კატეგორიზება;
  • უძრავი ქონების გაფართოებული ძიების სისტემა;
  • ძიების შედეგებში დამატებითი დახარისხების ფუნქცია (ფასის, ფართის, დამატების თარიღის და ა.შ. მიხედვით დალაგება);
  • მომხმარებელთა რეგისტრაცია და მათი პრივილეგიების სტატუსთა რეგულირება;
  • ყველა სახეობის უძრავი ქონების დეტალიზაციის მინიმუმამდე დაყვანილი ფორმა, რომელიც ინფორმაციულობის მაქსიმუმს გადმოსცემს;
  • განაცხადში ნებისმიერი უძრავი ქონების ობიექტის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი წერტილის მსოფლიო რუქაზე ზუსტი კოორდინატებით გადატანა;
  • განაცხადში დახვეწილი ფოტოგალერეის და ვიდეო რგოლის განთავსების საშუალება;
  • უძრავი ქონების ობიექტის 360 გრადუსიანი პანორამული ფოტოს არსებობის შემთხვევაში, მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენებით მისი საიტში ინტეგრაცია;
  • შიდა მომხმარებლების და ცალკეული ბროკერების თემატური დაყოფა და მართვა;
  • ორი ან მეტი ენის მხარდაჭერა;
  • მართვად, მრავალდონიან მენიუებთან დამატებით მიმაგრებული გვერდების (ტექსტური, სიახლეების, უკუკავშრის და ა.შ.) განუსაზღვრელი რაოდენობა;
  • მართვად გვერდებში და სიახლეებში ფოტოს და ვიდეოს განთავსების საშუალება;
  • მართვადი სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო გალერეა;
  • სარეკლამო ბანერების მართვის სისტემა;
  • გამოკითხვა;
  • ვალუტის კურსი;
  • საიტის რუქა;
  • სოციალური ქსელების საიტში ინტეგრაცია.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია სხვა ფუნქციების დამატებაც.

მომსახურების პაკეტები