ონლაინ მაღაზია

დღესდღეობით საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ინტერნეტ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. სხვადასხვა ტიპის ვებ-პორტალები ინტენსიურად ყალიბდება და თანდათანობით იხვეწება.

თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ შოპინგი უკვე კარგად აპრობირებული და თითქმის სრულად ათვისებული სფეროა. იგი ასევე სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს საქართველოში, რისთვისაც კომპანია "არტმედიამ" ჩამოაყალიბა ძალზე მოხერხებული და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული ონლაინ მაღაზიის სისტემა.

ონლაინ მაღაზიის სისტემის ფუნქციის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:

  • პროდუქციის კატალოგის დაწვრილებითი იერარქიული კატეგორიზება;
  • პროდუქციის ძიების გაფართოებული სისტემა;
  • მრავალი კატეგორიის პროდუქციის ფილტრი, რომელიც მინიმუმამდე ახარისხებს საძიებო პროდუქტს;
  • დახვეწილი მეთოდებით პროდუქციის დახარისხების ინტეგრაცია;
  • პროდუქტის სრული აღწერის გვერდით მსგავსი პროდუქციის ჩვენების შესაძლებლობა;
  • სურვილისამებრ პროდუქციის კატალოგის ინტეგრირება სასაწყობო პროგრამა "1С”-თან, საიდანაც სრულად იმართება პროდუქცია, კატეგორიები, ქვეკატეგორიები, ფასები, ფასდაკლებები და ა.შ.;
  • მსგავსი პროდუქციის ერთმანეთთან შედარების სისტემა მახასიათებლების მიხედვით;
  • პრივილეგირებული სტატუსის მქონე და ახლადდამატებული პროდუქციის მთავარ გვერდზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოტანა;
  • მომხმარებლის რეგისტრაციის სისტემა;
  • მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქციის კალათაში გადატანისა და შემდეგ მისი შეკვეთის ფუნქცია;
  • მომხმარებლის მიერ პროდუქციის თანხის ონლაინ გადახდის ფუნქცია;
  • მომხმარებლის მიერ საკუთარი ანგარიშის კონტროლი ფულადი გადახდების ისტორიის ჩვენებით;
  • ორი ან მეტი ენის მხარდაჭერა;
  • დამატებითი (ტექსტური, სიახლეების, უკუკავშრის და ა.შ.) გვერდების განუსაზღვრელი რაოდენობა, რომლებიც მიმაგრებული იქნება მრავალდონიან მართვად მენიუებთან;
  • მართვად გვერდებსა და სიახლეებში ფოტოს და ვიდეოს განთავსების შესაძლებლობა;
  • მართვადი სლაიდშოუ;
  • ფოტო და ვიდეო გალერეა;
  • ბანერებისა და პარტნიორების გვერდის მართვის სისტემა;
  • გამოკითხვა;
  • ვალუტის კურსი;
  • საიტის რუქა;
  • სოციალური ქსელების საიტში ინტეგრაცია.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია სხვა ფუნქციების დამატებაც.

 

მომსახურების პაკეტები