სიახლეების ძრავი

დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში მედია და სხვა საინფორმაციო საშუალებები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ინტერნეტ მედია თავისუფალი სიტყვის გამოხატვისა და მისი ოპერატიულად გაჟღერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იგი საკმაოდ პოპულარული სფეროა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ მისი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

მრავალი აპრობირებული მეთოდის გათვალისწინებით, კომპანია "არტმედიამ" თავი მოუყარა ყველა იმ აუცილებელ ფუნქციასა და რუბრიკას, რაც თანამედროვე საიტის სიახლეების გაცნობაში მომხმარებლისთვის ყველაზე აღქმადი და მისაღებია. მოქნილი სამართავი პანელის მეშვეობით საიტზე მომუშავე ჟურნალისტი თუ რედაქტორი ნებისმიერი სიახლის გამოქვეყნებას ოპერატიულად ახერხებს. კომპანიის დარგობრივი გამოცდილება და პროფესიონალიზმი სრულად უზრუნველყოფს სწრაფი, კომფორტული და ინოვაციური საიტის შექმნას.

სიახლეების ძრავის შემადგენელი ძირითადი ფუნქციონალური კომპონენტებია:

  • სიახლეების თემატური დაყოფა;
  • თემატიკიდან გამომდინარე სიახლეების ცალკეული რანჟირება (მაგ. ინტერვიუ, ექსკლუზივი, დღის თემა და ა.შ.);
  • სხვადასხვა თემატიკიდან და რანჟირებული სფეროებიდან სიახლეების ცალკეულ ბლოკებში განთავსება;
  • მართვის პანელში კორესპონდენტების, ჟურნალისტების, რედაქტორებისა და კორექტორების პრივილეგიების მიხედვით დაყოფა;
  • პრიორიტეტული სიახლეების მართვადი სლაიდშოუ;
  • პოპულარული, მთავარი, ან ექსკლუზიური სიახლეების თვალსაჩინოდ წარმოჩენა;
  • სიახლეების ვრცლად აღწერისას მსგავსი სიახლეების გამოტანის საშუალება;
  • მომხმარებლის მხრიდან სიახლეებზე (მოდერირებადი, Facebook-ში ან სისტემაში ინტეგრირებული) კომენტარების დატოვების საშუალება;
  • სიახლეებში შიდა ფოტოგალერეის, აუდიო და ვიდეო ფაილის განთავსების საშუალება;
  • გაფართოებული არე სიახლეების ძიებაში;
  • საავტორო ფოტო და ვიდეო კოლაჟი;
  • სიახლეების არქივის კალენდარი;
  • გამოკითხვა;
  • RSS არხი;
  • ვალუტის კურსი;
  • ამინდის პროგნოზი;
  • საიტის რუქა;
  • ორი ან მეტი ენის მხარდაჭერა;
  • დამატებითი (ტექსტური, უკუკავშირის და ა.შ.) გვერდების განუსაზღვრელი რაოდენობა, რომლებიც მიმაგრებულნი იქნებიან მართვად, მრავალდონიან მენიუებთან;
  • მართვად გვერდებში ფოტოს და ვიდეოს განთავსების საშუალება;
  • სარეკლამო ბანერებისა და პარტნიორების გვერდის მართვის სისტემა;
  • სოციალური ქსელების საიტში ინტეგრაცია.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია სხვა ფუნქციების დამატებაც.

მომსახურების პაკეტები