ჩვენი საქმიანობა

კომპანია "არტმედია" ქართული ვებ სივრცის ერთ-ერთი მოწინავე ინოვატორია. მის მიერ შემუშავებული პროექტები სრული წინასწარი დაგეგმარებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის ერთობლიობისგან შედგება. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება უდაოდ მიუთითებს კომპანიის გუნდის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალიზმზე, რაზეც ასევე მეტყველებს იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებიც "არტმედიის" მომხმარებლები არიან და არა მხოლოდ კერძო, არამედ საქართველოს სამთავრობო სექტორსაც წარმოადგენენ.

კომპანიის უმთავრესი მიზანია მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომით, სიმარტივისა და მაქსიმალური კომფორტისკენ აღებული მიმართულებით, ამოცანის პრაქტიკული კუთხით გადაწყვეტა.

მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, კომპანიის გუნდი გამუდმებით სიახლეების ძიებაშია. იგი საერთაშორისო ვებ ტექნოლოგიური სტანდარტების ინოვაციების სრულყოფილად ათვისებას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, კომპანია "არტმედია" თანამედროვე სტილის კომფორტული ვებ პროექტების შექმნაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

მომსახურების პაკეტები